დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი ბოლო დასასრულის დღე. წარვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,ძალიან დადებითი ემოციებით დატვირთული ვამთავრებ ჩემს პროექტს.
მინდა ყველა პედაგოგს გისურვოთ დიდი წარმატება და უფლის წყალობა.
Wednesday, April 13, 2016
Sunday, April 10, 2016
მერვე დღე
დღეს ვიმუშავეთ და შევქმენით დამხმარე რესურსი სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლესათვის,რომელიც დამეხმარება მოსწავლეს პროეწტების სწავლების დროს.გავაკეთეთ google Drive-ში ჩვენი პოტფოლიოს ატვირთვა,გამოყენება და ბლოგზე დადება.ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.
მეშვიდე დღე
დავასრულეთ სასწავლო გეგმის პროცედურების შევსება,გავეცანით მე-6 მოდულის სახელმძღვანელოდან დიფერენცირებული სწავლის ფორმას. სადაც მოცემული იყო როგორი მეთოდით უნდა გვემუშავა.
Sunday, April 3, 2016
მექვსე დღე
გავეცანით მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკას,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.დავასრულეთ მოსწავლის პროექტი,რომელიც ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროექტის შეფასების კითხვარი. Power Point-ში დავასრულეთ პრეზენტაცია,რომელიც გავამრავალფეროვნე სურათებით,ანიმაციებით და ფერთა შეხამებით.
Saturday, April 2, 2016
მეხუთე დღე
დღეს ვისწავლეთ ბლოგებში გამოკითხვის შედეგების სავარაუდო ნაშრომი,გვერდის შექმნა და მისი შევსება,ასევე განვათავსეთ ბლოგის გვერძე გაკვეთილის გეგმა.ვიმუშავეთ Power Point- ში პრეზენტაციაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)